03:44 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-01 11:30:06, 1730 ნახვა

საზოგადოება
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია იწყება

თბილისის მერია მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის სატრანსპორტო პოლიტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება და განახლება შედის. პარალელურად, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სადაც ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები ეწყობა, რათა მოსახლეობისთვის გადაადგილება სწრაფი და კომფორტული იყოს.

თბილისის მერის განცხადებით, ასევე, მეტროსადგურებში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვაგონების განახლება და გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი ახალი შემადგენლობების შესყიდვასთან დაკავშირებით.

„მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე გამოცხადებული გვქონდა ტენდერი. გვყავს გამარჯვებული კომპანია. ხელშეკრულება გაფორმებულია და მომდევნო დღეების განმავლობაში, სამუშაოები დაიწყება. მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში, სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი; მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის; დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ტაქტილური ბილიკები; რეაბილიტაცია ჩაუტარდება, როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს; განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურეო ოთახები; განახლდება გახმოვანების სისტემა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; სრულად გამოიცვლება სადგურის ელექტროსისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

მისივე თქმით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მაქსიმალურად ხარისხიანად შესრულდება.

პროექტის ღირებულება 1 010 851 აშშ დოლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics