15:28 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 15:48:22, 4162 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს და ბრიტანეთის საელჩოებმა მოსკოვში ლგბტ დროშები გადმოკიდეს, რამაც რუსული ეკლესიის, კრემლის და მედიის განცვიფრება გამოიწვია

აშშ-ის საელჩომ რუსეთში, ლგბტქი დროშის დღის აღსანიშნავად წარმომადგენლობის შენობიდან ლგბტ დროშა გადმოკიდა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის საელჩომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც განათავსა.

რუსეთში, შენობაზე დაკიდებულ დროშებს პროვოკაცია და აგრესიული ლგბტ-პროპაგანდა უწოდეს და შესთავაზეს რუსეთის ხელისუფლებას, რომ ამერიკელი და ბრიტანელი ელჩები დაეჯარიმებინათ. აღნიშნულს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კრემლიდან დროშა არ ჩანს და გასცა დაპირება, რომ საგარეო საქმეთა სამინიტრო ინციდენტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

25 ივნისის შემდეგ, 3 დღეში მოძრაობა „სოროკ-სოროკოვ“-ის აქტივისტებმა საელჩოების პიკეტირება მოახდინეს და გაანადგურს ლგბტ დროშა.

რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამ პროტესტებს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ოჯახის ფასეულებები ხელშეუხებელია.

"ამერიკის საზოგადოებაში ხმამაღლა ისმის წუხილები იმის შესახებ რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის ეგიდით გამართული კამპანია გადაიზარდა ტრადიციული ოჯახების დისკრიმინაციაში. ამის შესახებ ბოლოს საზოგადოდ და ხმამაღლა ამერიკელმა გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა განაცხადა. ვფიქრობთ, რომ ზოგიერთ ამერიკელ დიპლომატს არ აწყენდა პროკურორი ბარის განცხადების მოსმენა“, - აცხადებენ საპატრიარქოში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics