|
2020-06-30 13:18:01, 2012 ნახვა
საზოგადოება
თურნავა - დიდი ალბათობით, ორშაბათიდან დაშვებული იქნება საგამოფენო საქმიანობები, ტრენინგები და კონფერენციები
თურნავა - დიდი ალბათობით, ორშაბათიდან დაშვებული იქნება საგამოფენო საქმიანობები, ტრენინგები და კონფერენციები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დიდი ალბათობით, ორშაბათიდან დაშვებული იქნება საგამოფენო საქმიანობები, ტრენინგები და კონფერენციები. მისივე თქმით, აღნიშნული საქმიანობების განხორციელება უსაფრთხოების პროტოკოლის სრული დაცვით იქნება შესაძლებელი, რომელიც ორშაბათამდე გამოქვეყნდება. „გეგმაზომიერად კიდევ არის დარჩენილი საქმიანობები, რომლებზეც ვრცელდება შეზღუდვები და გარკვეული რაოდენობა სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობის დიდი ალბათობით, ორშაბათიდან იქნება უკვე დაშვებული. ესენი არის საგამოფენო საქმიანობა, ტრენინგები, კონფერენციები სასტუმროებში, იცით რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საერთაშორისო ვიზიტორები მოგვაკლდა, მაგრამ თვითონ ჩვენ მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით მოთხოვნა იყო ტრენინგების, კონფერენციების, საქმიანი შეხვედრებიოს ჩატარების, ჩვენ ვიმსჯელეთ ეს მოთხოვნა, რომელიც მოდის სასტუმროებიდან, არის საკმაოდ რაციონალური და სამართლიანი. რა თქმა უნდა, ეს მოხდება წესების დაცვით პრაქტიკულად ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს პროტოკოლი და ორშაბათამდე ეს ყველაფერი იქნება გამოქვეყნებული. უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვით ეს იქნება კარგი გადაწყვეტილება ერთის მხრივ, რომ არ შეწყდეს ტრენინგ პროგრამები და მეორეს მხრივ, რომ დავეხმაროთ ჩვენს სასტუმროებს, რათა არ დაკარგონ ასეთ ღონისძიებებზე მომსახურების შესაძლებლობა. რაც შეეხება საგამოფენო საქმიანობას, ესეც მოხდება წესების დაცვით. გვრჩება გარკვეული მცირე რაოდენობა საქმიანობების ჯერჯერობით შეზღუდული. გვესმის ყველას პრობლემა. ეს არის ფიტნეს ცენტრები, აუზები, მაგრამ შედარებით მომატებული რისკის საქმიანობაა, თუმცა შემდეგ ეტაპებზე განვიხილავთ ამ საქმიანობებზე შეზღუდვების მოხსნას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)