03:44 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 17:27:09, 1510 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო

„საქართველოს ბანკი“ განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსში სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო. ახალი გარემო სტუდენტებს დასვენების, კითხვის, სოციალური ინტერაქციის საშუალებას აძლევს. საქართველოს ბანკმა მეათე კორპუსის ფოიე თანამედროვე დიზაინის ავეჯით და ტექნიკით აღჭურვა.

„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს და პროდუქტიულს გახდის. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა საქართველოს ბანკისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებისთვის ახალი, თანამედროვე სოციალური სივრცე შეგვეთავაზებინა. ვფიქრობთ, თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად  კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო  პროექტის განხორციელებას შევძლებთ“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ბანკის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკმა თსუ- საჩუქრად Zoom Education-ის ლიცენზიები გადასცა, რომელიც უწყვეტ რეჟიმში დიდ აუდიტორიებთან ონლაინ ლექციების და აქტივობების განხორციელების საშუალებას იძლევა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics