05:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-31 12:03:26, 521 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ოპოზიციურ პარტიებს არ სურთ, გარდაუვალ წაგებაში მონაწილეობა მიიღონ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, არის ის, რომ მათ არ სურთ, გარდაუვალ წაგებაში მონაწილეობა მიიღონ.

ხიდაშელის შეფასებით, არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობაა.

„მთავარი მიზეზი ის არის, რომ მათ არ უნდათ გარდაუვალ წაგებაში მონაწილეობა მიიღონ. თუ ხარ პოლიტიკური პარტია და არჩევნებს ბოიკოტს უცხადებ, მაშინ კარგად უნდა დაფიქრდე და ჩამოყალიბდე, გესმის თუ არა რას ნიშნავს იყო პოლიტიკური პარტია. არასოდეს, ჩვენი საქმიანობის არც ერთ ეტაპზე, „რესპუბლიკურ პარტიას“ არც ერთი არჩევნებისთვის ბოიკოტი არ გამოუცხადებია, იმიტომ,  რომ ეს არის საკუთარი ამომრჩევლების უპატივცემულობა. ამით ბოიკოტს უცხადებენ, შესაძლოა პროცენტულაც ცოტა, მაგრამ თავის ძალიან ერთგულ ამომრჩეველს. ამიტომ, მათ ელაპარაკონ როდესაც უარს ეუბნებიან არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაზე“, – აღნიშნა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics