04:07 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 18:40:36, 607 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, მაინც აქტიურად ვმუშაობთ ნატოელ პარტნიორებთან

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, მოსახლეობის 10 პროცენტი კი დევნილობაშია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენ მაინც აქტიურად ვმუშაობთ ნატოელ პარტნიორებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ერთი წლის წინ უელსიდან საქართველო დაბრუნდა მნიშვნელოვანი პაკეტით, რომელმაც მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, კიდევ უფრო გაეღრმავებინა და აემაღლებინა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. პაკეტით, რომლის ძირითადი მიზანი იყო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. დღეს გენერალურ მდივანთან ერთად ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ერთ-ერთი კომპონენტი ამ პაკეტისა წვრთნისა და შეფასების ცენტრია, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი. ეს მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, მაგრამ ასევე მისცემს შესაძლებლობას, წევრი ქვეყნების და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს უფრო ეფექტურად და კვალიფიციურად მოემზადონ საქართველოში. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ამ ნაბიჯითაც ადასტურებს თავის ერთგულებას რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობასთან მიმართებაში და ალიანსში გაწევრიანების კონტექსტიც იხილავს ამ პროცესს, როგორც რეგიონისთვის მეტი სტაბილურობისა და მშვიდობის მოტანის პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, მოსახლეობის 10 პროცენტი დევნილობაშია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენ მაინც აქტიურად ვმუშაობთ ნატოელ პარტნიორებთან და ვართ ნომერ პირველი კონტრიბუტორი არა ნატოს წევრ ქვეყნებიდან, რომლებიც ჩართული ვართ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ინტენსიურ მუშაობას, რომელსაც საქართველო და ნატო ერთად განახორციელებს. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი იქნება შემდგომი ნაბიჯი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics