|
2020-06-19 13:37:46, 1205 ნახვა
საზოგადოება
დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში ასფალტის მოწესრიგება დასკვნით ეტაპზეა
დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ასრულებს. დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-6 კორპუსიდან მე-2 კორპუსამდე არსებულ გზის მონაკვეთზე ჯამში, 3 180 კვ.მ ფართობზე ასფალტის მეორე ფენა იგება. უკვე მოწესრიგდა ტროტუარი და 1 100 გრძ.მ ბორდიური მოეწყო. პროექტისთვის, რომელსაც კომპანია „ბი ემ სი“ ახორციელებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარია გამოყოფილი. ასფალტის მოწესრიგებამდე, გამგეობამ მიწისქვეშა კომუნიკაციებიც მოაწყო. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი გაკეთდა, რომლის არარსებობა მოსახლეობას წლების განმავლობაში გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)