|
2020-06-15 15:39:36, 1249 ნახვა
საზოგადოება
7 არასამთავრობო ორგანიზაცია ანა დოლიძეს - თუ უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, მოვუწოდებთ თანამდებობის დროულად დატოვოს
7 არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს მოუწოდებენ, რომ თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, თანამდებობის დროულად დატოვოს. „ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმიანებიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის - ანა დოლიძის მიერ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის" დაფუძნებას, რამაც საზოგადოების ნაწილში მოლოდინები გააჩინა მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც შეუთავსებელია მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან. ამიტომ, თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, მოვუწოდებთ თავად და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხელმომწერი ორგანიზაციები აქტიურად უჭერდნენ მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზების საკითხს. სწორედ ამ მიზნით, 2013 წლის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ პარლამენტის წევრები, ისინი ჩანაცვლდნენ აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლებით, რომლებსაც აეკრძალათ პოლიტიკური გაერთიანების წევრობა და „პოლიტიკური საქმიანობა". ამგვარი საქმიანობის განხორციელება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის წინაპირობას წარმოადგენს. კანონის მიზანია სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა და შენარჩუნება. აღსანიშნავია, რომ ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად დანიშვნის დღიდან, აქტიურად არის ჩართული სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გამოვლენის, მათი გადაჭრის გზების ძიებისა და საზოგადოების ინფორმირების პროცესში, იგი მწვავე ოპონირებას უწევს სასამართლოში არსებულ კლანს. განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანია ის შრომა, რომელიც მან გასწია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკანონმდებლო ბაზისა და კანდიდატთა შერჩევის პროცესის სრულყოფის კუთხით. 2020 წლის 21 მაისს, ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის" დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობის მიზანი „სუფთა ხელებით", ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაა.[3] ამავე დღეს, ანა დოლიძემ საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე „მანიფესტი ხალხისთვის" გამოაქვეყნა და ტელეკომპანია პირველის პირდაპირ ეთერში, გადაცემა რეაქციაში სტუმრობისას, ორგანიზაციის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა.[4] ყოველივე ზემოთქმულმა, საზოგადოების ნაწილში გააჩინა მოლოდინი, მის სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, თუ ანა დოლიძე ახლო მომავალში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავს, მნიშვნელოვანია მან თავად და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ანა დოლიძის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილება არცერთ სახელმწიფო ორგანოს ან/და თანამდებობის პირს არ აქვს", - ვკითხულობთ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)