|
2015-08-26 17:16:58, 805 ნახვა
საზოგადოება
"ალი და ნინო"-ს ქანდაკების ადგილმონაცვლეობა ავტორთან შეთანხმებული იყო
"ალი და ნინო"-ს ქანდაკების სხვა ადგილას გადატანა, ავტორთან შეთანხმებული იყო. "ბათუმის ბულვარის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ზირაქაშვილის განცხადებით, ზღვასთან ახლოს მძიმე კონსტრუქციის განთავსება არ შეიძლება, რადგან მას ტალღების მიმოქცევის შედეგად საფრთხე შეექმნება. მისივე თქმით, ალის და ნინოს ქანდაკებას შტორმებმა საძირკველი მთლიანად გამოურეცხა. "ზღვასთან ახლოს არ შეიძლება რაიმეს ჩამოხსნა, ან მძიმე კონსტრუქციის განთავსება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე. ეს ქანდაკებაც ნებართვის გარეშე დადგეს, რის გამო ყველა ტექნიკური ნორმა დარღვეულია. შარშან წლის ბოლოსკენ სულ შტორმები იყო და ამან ქანდაკებას სულ გამოურეცხა საძირკველი. ამიტომ, მის გადატანაზე მუშაობა დავიწყეთ და კონკრეტულ ადგილს, ავტორთან შეთანხმებით განვიხილავთ. ეს ადგილი არც ავტორს ჰქონდა თავიდან გათვალისწინებული“-აღნიშნა „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ზირაქაშვილმა "ალი და ნინო"-ს ძეგლის დემონტაჟის დაწყებამდე. ქანდაკების ადგილმონაცვლეობისთვის „ბათუმის ბულვარის“ ბიუჯეტში 240 ათასი ლარია გათვალისწინებული. "ალი და ნინო“-ს ავტორი, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე თამარ კვესიტაძეა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)