11:55 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-31 12:58:22, 1413 ნახვა

კომენტარი
ლელა სტურუა - თამბაქოს მოხმარებით ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება

"ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სტურუამ განაცხადა.

სტურუას თქმით, საქართველოში თამბაქოს მომხმარებელი 11400 ადამიანი გარდაიცვალა. 3000-მდე პირი იღუპება თამბაქოს პასიური მოქმედებით, აქედან კი 300 ბავშვია.

„გვესმის, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა, მით უმეტეს დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყანა იძულებულია თავისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო გარკვეული შენაწირები მიიღოს თამბაქოს ინდუსტრიისგან, მაგრა ეს უკან არ აგდებს იმ ფაქტს, რომ თამბაქოს მოხმარებით იღუპება 8 მილიონი ადამიანი მსოფლიოში, ხოლო საქართველოში 11400 ადამიანი. ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, 3000-მდე იღუპება თამბაქოს პასიური მოქმედებით, აქედან 300 ბავშვია. ყოველდღე თამბაქოს ინდუსტრიის ხრიკების და მისი ლობისტური ქმედებების გამო გვეღუპება ერთი ბავშვი ქვეყანაში, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია“, - განაცხადა ლელა სტურუამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics