00:56 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 12:04:38, 1168 ნახვა

საზოგადოება
ხატია წილოსანმა სურსათის შეუფერხებელი მიწოდების საკითხები ონლაინ გამართულ შეხვედრაზე მონაწილე მხარეებთან ერთად განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ვითარებაში სურსათის შეუფერხებელი მიწოდების საკითხები ონლაინ გამართულ შეხვედრაზე მონაწილე მხარეებთან ერთად განიხილა.

ხატია წილოსანმა შეხვედრის მონაწილეებს პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის მიერ სურსათის მარაგების კონტროლის და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფისთვის განხორციელებული ღონისძიებები გააცნო. ხაზგასმით აღინიშნა ხორბლის მარაგების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯების მნიშვნელობა. მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან ფერმერები მნიშვნელოვან მხარდაჭერას არაერთი მიმართულებით იღებენ.

შეხვედრაში, რომელის ორგანიზატორი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) იყო, მონაწილეობდნენ FAO-ს ასისტენტ გენერალური დირექტორი, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული წარმომადგენელი ვლადიმერ რახმანინი, FAO-ს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული წარმომადგენელის მოადგილე რაიმუნდ იელე, FAO-ს  ეკონომიკური და სოციალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი  მასიმო ტორერო, ხორვატიის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტუგომირ მაჯდაკი, სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არმან ხოჯოიანი,  უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტარას კაჩკა და კოპა კოჯეკას ვიცეპრეზიდენტი პაოლო გუეირა.

FAO-ს  რეგიონულმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ რახმანინმა პანდემიის შემდგომ პერიოდში  სოფლის მეურნეობაში ინოვაციური მიდგომების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ელექტრონული პლატფორმების დანერგვაზე გაამახვილა ყურადღება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics