|
2020-05-27 11:27:02, 1144 ნახვა
საზოგადოება
ნებისმიერი სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, 29 მაისიდან თბილისის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, თუმცა მგზავრობის დროს სავალდებულო იქნება პირბადეების გამოყენება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, მთელი რიგი სერვისები შეიზღუდა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. „ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენს მიერ გადაიდგა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ რთულ ვითარებაში. შედეგიც სახეზეა, ყველანი კარგად ვხედავთ რა მდგომარეობა იყო ბევრ ევროპულ განვითარებულ ქვეყანაში და როგორ გაუმკლავდა ამ პანდემიას საქართველოს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ბრძოლა ბოლომდე არ მიგვიყვანია, თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად დაიწყო მთელი რიგი მიმართულებების გახსნა, მაქსიმალურად ყურადღება უნდა შევინარჩუნოთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც საჭიროა. დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იყო მსჯელობა და გადაწყდა, რომ 29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები, მუშაობას დაიწყებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება და ამის კონტროლს დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ. „მესმის, რომ გარკვეული დისკომფორტი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუმცა ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, რატომ იყო დაწესებული ეს შეზღუდვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ადამიანი, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. როგორც მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, სხვანაირად შეუძლებელია და მოსახლეობამ ეს უნდა გაითვალისწინოს. ამას ზედამხედველობას გავუწევთ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და ჩემს მოადგილეს, მაია ბითაძეს, რომ ეს მიმართულება გაკონტროლდეს. დღესვე შეხვდით ხელმძღვანელობას, რომ მოხდეს კონტროლი და ტრანსპორტში მგზავრი პირბადის გარეშე არ ავიდეს. ასევე, ავტობუსებში არ უნდა ჩაირთოს კონდიციონერი, ფანჯრები უნდა იყოს ღია მდგომარეობაში და მაქსიმალურად განიავდეს. მეტროს ამის აუცილებლობა არ აქვს. იქ ჰაერი ისედაც ნიავდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერების რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა, რომლის საუძველზეც, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება აკრძალული იყო.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)