|
2020-05-15 17:04:29, 1492 ნახვა
საზოგადოება
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო სამუშაოები სრულდება
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „გასულ წელს აღნიშნული საგზაო მონაკვეთის ნაწილს რებილიტაცია ჩავუტარეთ, ნაწილი კი მძიმე მდგომარეობაში იყო დარჩენილი. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები - წყლისა და გაზის მილები. ახლა მიმდინარეობს მოასფალტების სამუშაოები, რომელიც ხვალ საღამოს დასრულდება, შემდეგ მოირეცხება და 18 მაისიდან გადაადგილება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამუშაოების ფარგლებში, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გაზმომარაგების ქსელი, დაზიანებული ფილები და გვერდმიმღები ჭები გამოიცვალა. ამ ეტაპზე კი ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება. საერთო ჯამში, გზის საფარი დაახლოებით, 14 500 კვ.მ ფართობზე განახლდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯი არ ჯი“ ასრულებს. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 130 000 ლარი გამოიყო. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე იმყოფებოდა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)