10:56 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 17:03:32, 1892 ნახვა

საზოგადოება
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - საქართველოს თავმჯდომარეობამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ საქართველოს ხელისუფლებას და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პირველი თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულება მიულოცა.

როგორც მან აღნიშნა, თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველომ წინ წამოწია ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები.

„მიუხედავად კრიზისისა, საქართველოს თავმჯდომარეობამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ისეთი ახალი სფეროების შესწავლის კუთხით, როგორიცაა ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის არსებული ურთიერთკავშირი, და ასევე წინ წამოწია ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხები“, - განაცხადა ურსემ.

მან ხაზი გაუსვა ქვეყნის შიგნით გადადგმულ ნაბიჯებს და სასამართლო რეფორმების მეოთხე ტალღის  დამტკიცება მნიშვნელოვან მოვლენად მოიხსენია. 

„საერთო ჯამში, ჩვენს მილოცვას იმსახურებს მთელი ქართული საზოგადოება, რომელმაც უნდა გააგრძელოს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის განმტკიცება ქვეყნის შიგნით და ევროპაში“, - აღნიშნა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში, ვიდეო კონფერენციის ფორმატში,  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ საბერძნეთის რესპუბლიკას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადააბარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics