10:54 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 12:47:54, 1379 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირი, FAO და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფერმერთა მხარდასაჭერად 3.2 მილიონი ლარის მოცულობის საგრანტო პროგრამას იწყებენ

ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სოფლის მეურნეობის დარგის და ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად, ევროკავშირმა (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით  დაფინანსების მექანიზმი - საგრანტო თანადაფინანსების პროგრამა შეიმუშავეს.

ფერმერებსა  და მცირე მეწარმეებს თანამედროვე საირიგაციო სისტემების შეძენისა და დამონტაჟებისთვის შესაძლებლობა ექნებათ საგრანტო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება მიიღონ. 

საგრანტო პროგრამისთვის, საერთო ჯამში 3.2 მილიონი ლარი გამოიყო. აღნიშნული პროგრამა ნაწილია ევროკავშირის ფართომასშტაბიანი  საგრანტო ინიციატივისა, რომლის საერთო ღირებულება 19 მილიონ ლარს აღემატება.

საგრანტო თანადაფინანსების მისაღებად, მსურველებს განაცხადის შეტანა  30 ივნისამდე შეეძლებათ. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა აქვთ ბოსტნეულისა და კენკრის მწარმოებლებს, რომლებიც  ქვეყნის მასშტაბით,  22 მუნიციპალიტეტში:  ლაგოდეხი, ყვარელი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი, წალკა, დმანისი, გარდაბანი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბორჯომი, ახალციხე, ასპინძა, ყაზბეგი, დუშეთი, ქედა, ხელვაჩაური, ხულო და შუახევი საქმიანობენ. საგრანტო პროგრამის ფარგლებში, თითოეულ ბენეფიციარს, საირიგაციო სისტემის შეძენისა და მონტაჟის სრული ღირებულების 75% (არაუმეტეს 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში)  დაუფინანსდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics