|
2020-05-14 12:55:15, 1933 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ფოთში მიმდინარე პეის ტერმინალის პროექტი აქტიურ ფაზაში გადავიდა
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო, არცერთი დღით არ შეფერხდეს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა. მინისტრმა ასეთ ინფრასტრუქტურულ პროექტად ფოთში მიმდინარე, კომპანია „პეის ჯგუფის" მიერ ახალი ტერმინალი დაასახელა, რომლის მშენებლობაც 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და ახლა ტერმინალის პროექტი განვითარების აქტიურ ფაზაში იმყოფება. ნათია თურნავას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) უკვე გადმორიცხა პირველი 30 მლნ დოლარი 50 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციიდან, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ პეის ტერმინალის პროექტის განვითარებისთვის გამოყო. „ეს არის აშშ - ის ფინანსური თანამონაწილეობა აღნიშნულ პროექტში და მნიშვნელოვანია, რომ ის უკვე გადამწყვეტ ფაზაში გადავიდა. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შავიზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, პეის ტერმინალის პროექტი ითვალისწინებს 2,5 მლნ ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის და 100 კონტეინერის გადამუშავებას. პეის ტერმინალი მდებარეობს ფოთის ეგრეთ წოდებულ ახალი ნავსადგურის აკვატორიაში, პროექტის განხორციელება ითვალისწინებს ორ ფაზას. პირველი ფაზის საერთო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 93 მილიონ აშშ დოლარს, მათ შორის 50 მილიონი აშშ დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) -ის მიერ იქნება გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში DFC-ის მიერ დღემდე გამოყოფილ დაფინანსებებს შორის, პეის ტერმინალზე დამტკიცებული თანხა წარმოადგენს ერთ ცალკე აღებულ პროექტზე გამოყოფილ უმსხვილეს მოცულობას. აღნიშნული თანხის პირველი ტრანში გადმორიცხვა 30.8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით განხორციელდა მიმდინარე წლის მაისის პირველ დეკადაში.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)