|
2020-05-14 11:03:47, 1553 ნახვა
საზოგადოება
საქართველო ხვალ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას საბერძნეთს ოფიციალურად გადააბარებს
2020 წლის 15 მაისს, ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში, გაიმართება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც მოხდება საქართველოს მიერ საბერძნეთისათვის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ოფიციალური გადაბარება (ვიდეო კონფერენციის ფორმატი). აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სხდომა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება და მას ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი გახსნის, რომელიც სიტყვას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს გადასცემს. „დავით ზალკალიანი თავის გამოსვლაში შეაჯამებს გასული 6 თვის განმავლობაში საქართველოს თავმჯდომარეობის მიღწევებსა და შედეგებს, მიმოიხილავს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების იმპლემენტაციის კუთხით გამართულ ღონისძიებებს და კულტურულ პროგრამას. სხდომაზე ასევე სიტყვით გამოვლენ და საქართველოს მიერ თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეულ საქმიანობას შეაფასებენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა კომისარი და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი. დავით ზალკალიანის სიტყვით გამოსვლის შემდგომ საქართველოს ელჩი თავმჯდომარეობის სიმბოლურ გასაღებს გადასცემს ევროპის საბჭოში საბერძნეთის მუდმივ წარმომადგენელს. საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2019 წლის 27 ნოემბერს გახდა და თავისი თავმჯდომარეობის პრიორიტეტებად განსაზღვრა: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით. საქართველოს თავმჯდომარეობის სამოქმედო პროგრამის ფარგლებში ყველა ძირითადი პრიორიტეტის მიმართულებით გაიმართა შესაბამისი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის პანდემია ურთულეს გამოწვევად იქცა ორგანიზაციის მუშაობისთვის, თუმცა საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევით და ორგანიზაციის შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერით, მინისტრთა კომიტეტის მუშაობა განახლდა აპრილის დასაწყისიდან ახალი სამუშაო მეთოდებით, როგორიცაა წერილობითი პროცედურა და ვიდეო კონფერენციები. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა მინისტრთა კომიტეტის მიერ სხდომების ჩატარება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ასევე, მიღებულ იქნა მინისტრთა კომიტეტის დეკლარაცია COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და ფასეულობების შენარჩუნებაზე“, - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2019 წლის 27 ნოემბრიდანაა.
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
ირაკლი კირცხალია - გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, მათ შორის არიან სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე
სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
2014 წელთან შედარებით, 2024 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)