12:05 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 16:39:01, 1445 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა განსაკუთრებით პრიორიტეტულია

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა განსაკუთრებით პრიორიტეტულია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კოოპერაციული საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა წარმოადგენს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებას.

"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები, რაც  სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა  რგოლის მხარდაჭერას გულისხმობს.

ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის იმ აღჭურვილობის შეძენის დასაფინანსებლად, რომლის საშუალებითაც წარმოებული პროდუქცია ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი სარეალიზაციო ფორმით დამზადდება.  სახელმწიფო  პროგრამა ასევე  დაეხმარება კოოპერატივებს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და წარმოებული პროდუქციის  ბრენდირების მიმართულებით; სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაეწევათ დახმარება ბუღალტრული მომსახურების მიღებისთვის.

რძის წარმოებაში ჩართული მოსახლეობის შესაძლებლობების გაძლიერების, მათი შემოსავლების ზრდის და მაღალხარისხიანი, უვნებელი რძისა და რძის პროდუქტების წარმოების მიზნით ხორციელდება კოოპერაციული საწარმოების მხარდაჭერის მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროგრამები. რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული მძლავრი საწარმოების შეიქმნება ახალქალაქის, დმანისისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში.

აღსანიშნავია, რომ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დარგობრივი პროგრამებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის გათვალისწინებულია  დამატებით 10 % თანადაფინანსება", - განაცხადა დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
ირაკლი კირცხალია - გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, მათ შორის არიან სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე
სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
2014 წელთან შედარებით, 2024 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics