20:21 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 14:00:37, 1253 ნახვა

კომენტარი
რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს კიდევ ერთ პაციენტი გაწერება, რეტესტს კიდევ 5 პაციენტი ელოდება

რესპუბლიკურ საავადმყოფოსშ მ ოთავსებული 39 ინფიცირებულიდან დღეს ერთი პაციენტი დატოვებს კლინიკას, 5 პაციენტი ელოდება რეტესტს - ამის შესახებ, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ისაუბრა,

მან ასევე აღნიშნა, რომ 8 პაციენტის ტესტების პასუხს ელოდებიან.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 64 პაციენტია დაკვირვების ქვეშ, ინფიცირებულია 39. გუშინ 5-მა პაციენტმა დატოვა კლინიკა და დღეს კიდევ ერთი დატოვებს. ერთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში გვყავს, 2 პაციენტი კი მართვით სუნთქვაზეა, ერთაერთს ტესტირება დღეს ჩაუტარდება ინფექციაზე, მეორეს კი დადასტურებული აქვს უკვე. დანარჩენ პაციენტებს რაც შეეხება , მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 5 პაციენტს პნევმონია აქვთ, თუმცა მართვით სუნთქვას არ საჭიროებენ და ზოგიერთ მათგანს, კი ჟანგბადის მხარდაჭერაც არ სჭირდება.

დღეს გაიტესტა კიდევ 8 პაციენტი და ხვალ გეტყვით მათ შედეგებს, მეოთხე დღეა ახალი ინფიცირებული არ დადასურებულა. რეტესტირებას ველოდებით, რომელიც 5 პაციენტს უნდა ჩაუტარდეს, ამ 5-დან სამს მეორადი რეტესტი აქვს, ხოლო ორს პირველადი“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics