02:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-19 12:46:52, 771 ნახვა

სამართალი
ზალდასტანიშვილის ქუჩაზე ხეების მოჭრის ფაქტთან დაკავშრებით მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნება

თბილისის მერი დავით ნარმანია მთავრობის სხდომაზე ზალდასტანიშვილის ქუჩის 19 ნომერში ხეების მოჭრის ფაქტს გამოეხმაურა. 

დავით ნარმანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ ნებართვა გასცა მხოლოდ ზეხმელი ხეების მოჭრასთან დაკავშირებით, ზალდასტანიშვილის ქუჩაზე  გადამხმარ ხეებთან ერთად  21 ფიჭვის საღი ხე მოიჭრა. 

„ადგილი ჰქონდა თვალთმაქცობას, კერძოდ, მუნიციპალიტეტისთვის თვალის ახვევის მცდელობას, რაც მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ არავის ეპატიება. ჩვენ გავეცით მხოლოდ ზეხმელი ხეების მოჭრის ნებართვა, თუმცა მოქალაქეების მიერ რომელთაც გააჩნიათ მშენებლობის განზრახვა, საღი ხეები იქნა მოჭრილი. ჩვენს მიერ დაუყოვნებლივ მოხდა რეაგირება“, - განაცხადა ნარმანიამ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომაც  მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებებს დღესვე გადაეგზავნება.

„ამ ქალაქში არავის ეპატიება ხეების უკანონო ჭრა. ყველა მკაცრად დაისჯება. ეს იქნება ჩვენი შეუვალი და უცვლელი პოზიცია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics