10:57 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-07 08:48:37, 2308 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი- ვერაფერს გავაკეთებ ისეთს, რომ დემოკრატები კმაყოფილები დარჩნენ

ვერაფერს გავაკეთები ისეთს, რომ მედია, დემოკრატები და ყალბი ამბები კმაყოფილები დარჩნენ.  - ამის შესახებ განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ვერაფერს გავაკეთებ ისეთს, რომ მედია, დემოკრატები და ყალბი ამბები კმაყოფილები დარჩნენ. მე ამას მივხვდი. ჩემმა ადმინისტრაციამ საოცრად იმუშავა კრიზისის დროს და მოაგვარა ხელოვნური სუნთქვის აპარატების დეფიციტის პრობლემა. ამის შესხებ კი არავის არაფერი უთქვამს. ახლა ჩვენ გერმანიას ვეხმარებით და სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის ესპანეთს, საფრანგეთს, იტალიას, ნიგერიასაც, სადაც ვაგზავნით ხელოვნური სუნთქვის აპარატებს. ერთ თვის წინ კი ჩვენთვისაც კი არ გვყოფნიდა ეს აპარატები“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ახალი კორონავირუსი უარესია, ვიდრე მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე და პერლ-პარბორზე შეტევები.

"ჩვენ გამოვიარეთ ყველაზე უარესი შეტევა, რაც კი ოდესმე გვქონია ჩვენ ქვეყანაში. ეს ნამდვილად ყველაზე უარესი შეტევაა, რაც ოდესმე გვქონია. ეს უარესია, ვიდრე პერლ-ჰარბორი. ეს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე უარესია. მსგავსი შეტევა არასდროს ყოფილა," - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics