|
2015-08-18 18:48:23, 557 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ბათუმში შემეცნებით-გასართობი შეჯიბრი გამართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, ბათუმში შემეცნებით-გასართობი შეჯიბრი „თამაში ქალაქში“ - City game-ი გაიმართა. პროექტის მიზანია არასრულწლოვნებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ლოგიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება, არასრულწლოვნების თავისუფალი დროის სწორად წარმართვა. შეჯიბრში იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე დაესწრო. მისი განცხადებით, შეჯიბრი „ლიდერთა სახლის“ აქტიური მონაწილეებისთვის ერთგვარი წამახალისებელი ღონისძიება იყო. „თამაშში ჩაერთვნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებულ სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ ტრენინგებში. შეჯიბრი ძალიან დაძაბულად წარიმართა. მონაწილეებს რთული მინიშნებების მოძიება და ისტორიულ-გეოგრაფიულ კითხვებზე პასუხების მომზადება ბათუმის ბულვარში დაევალათ. გამარჯვებული გუნდი გარდამავალი თასით და სხვადასხვა შინაარსის ლიტერატურით დასაჩუქრდა“, განაცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ. თამაშში 35 მოსწავლე ( 7 გუნდი, გუნდში - 5 მოსწავლე) მონაწილეობდა. თამაშის საორგანიზაციო და ტექნიკურ დეტალებზე „ლიდერთა სახლის“ 7-მა მოხალისე სტუდენტმა იზრუნა. წიგნების სასაჩუქრე კომპლექტი გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ დააწესა, ხოლო ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ გამოცემული, ახალგაზრდებისთვის ადაპტირებული იურიდიული შინაარსის წიგნი - „სამართლის ქალაქი“. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამა „ლიდერთა სახლი“ საქართველოს მასშტაბით 13 ქალაქში, იუსტიციის სახლებში მიდმინარეობს. მისი ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება, სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)