06:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-05 11:16:13, 9165 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში 1 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაფართოებული კვლევის დინამიკით, გაუარესდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში 1 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაფართოებული კვლევის დინამიკით, გაუარესდა.

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად სტაბილურია.

„შეიძლება ვთქვათ, რომ კლინიკურად არის სტაბილიზაცია, მაგრამ გაფართოებული კვლევების დინამიკით მდგომარეობა გაუარესებულია. აქედან გამომდინარე, ჯერ იმის თქმა, რომ ამ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, ნაადრევია. ალბათ, ამას რამდენიმე დღის შემდეგ ვიტყვით, ჯერ-ჯერობით კვლავ კრიტიკულია, მართვას და დასტაბილურებას არ ემორჩილება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მათ მძიმე პნევმონია აქვთ.

„მათი მდგომარეობა სტაბილურია. უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში სტაბილურობის შენარჩუნება გვეუბნება, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება და, ალბათ, მძიმე ფორმებიდან გადავლენ საშუალო სიმძიმის ფორმებში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics