00:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-02 15:11:12, 18197 ნახვა

ომი უკრაინაში
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული 10 პირი კლინიკაში გადაჰყავთ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული 10 პირი კლინიკაში გადაჰყავთ.

როგორც რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა განაცხადა, მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა.

„გუშინდელი ინციდენტი ამოწურულია, ათივე ინფიცირებული პირის გამოყვანა მოხერხდა. პროტესტის მიზეზი ძირითადად გახლავთ ის, რომ ამ ადამიანებს პრაქტიკულად არც ერთს არ ჰქონდა სიმპტომი, თავს არ მიიჩნევენ დაავადებულად. მათ ქონდათ გარკვეული პროტესტი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე“, -განაცხადა გოგი მეშველიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პირველ მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ინციდენტი მოხდა. კერძოდ, კორონავირუსით ინფიცირებული პირების გადასაყვანად მისული მედიკოსებს ჯგუფს დაუპირისპირდნენ. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics