23:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 10:56:46, 7832 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევიდან, ერთი მედპერსონალია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევიდან, ერთი მედპერსონალია.

მისი თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ სამ პაციენტს კვლავ მძიმე პნევმონია აქვს.

„4 ახალი პაციენტის მდგომარეობა, ჯერჯერობით საშუალო სიმძიმისაა. როგორც ჩემთვის ცნობილია, 22 ახალი შემთხვევიდან 1 არის მედპერსონალიდან ინფიცირებული. მედიკოსების ინფიცირების რიცხვი არ არის დიდი. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმას, რომ მედპერსონალი მეტ-ნაკლებად თავდაცვის საშუალებებს სწორად და ადეკვატურად იყენებს. ჩვენთან მედიკოსების ინფიცირების ხარისხი დაბალია.

თუ დღეს, ეს ჩვენი პიკური მონაცემია, არ არის ცუდი. თუ ასე გაგრძლედება, შევინარჩუნებთ ზომიერ, კონტროლირებად მატებას, რაც მოგვცემს სიმშვიდის საშუალებას.

ამ ეტაპზე ისევ 3 მძიმე პაციენტი გვყავს პნევმონიით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. ერთ-ერთი ასაკობრივად რისკ-ჯგუფს მიეკუთვნება, მეორესთან თანარსებული დაავადებაა დიაბეტის სახით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics