17:44 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 16:31:10, 1645 ნახვა

საზოგადოება
აქტივისტებმა შშმ პირები ნობათითა და ჰიგიენური საშუალებებით მოამარაგეს

დღეს თბილისში სამ სხვადასხვა ლოკაციაზე ორმოცამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს 35 ლარის ღირებულების სასურსათო კალათითა და ჰიგიენური საშუალებებით,  აქტივისტები დაეხმარნენ. 

აქტივისტები ფინანსური უზრუნველყოფისთვის მადლობას უხდიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს და თითოეული დახმარების ავტორს. 

"მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურმა ჯგუფებმა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი ბენეფიციარების დახმარებაში. ყველას დიდი მადლობა. მოვუწოდებთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს კრიზისის ჟამს მაინც შეწყვიტონ ჯიბის გასქელებაზე ფიქრი და მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ" - აცხადებს, აქტივისტი შაკო კუჭაშვილი.
აქტივისტები მადლობას უხდიან გაწეული დახმარებისთვის, პარაოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს და საპარლამენტო ფრაქცია " ქართული ოცნების" თავმჯდომარეს რატი იონათამიშვილს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics