|
2020-04-28 16:22:32, 1552 ნახვა
საზოგადოება
ატენის, ფლევის, ტვიშისა და სორის თემების მოსახლეობისა და კოოპერატივებისათვის FAO აგრარული მიმართულებით საგრანტო კონკურსს იწყებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, ატენისა და ფლევის (შიდა ქართლი), ტვიშისა და სორის (რაჭა-ლეჩხუმი) თემებში მცხოვრებ ფერმერებსა და რეგისტრირებულ კოოპერატივებს მცირე საგრანტო ინვესტიციებს სთავაზობს. საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო მიმართულების ინფრასტრუქტურული ინიციატივების დაფინანსებას. თითოეული გრანტის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. გრანტი აფინანსებს საინვესტიციო ბიუჯეტის 75%-ს; დარჩენილი 25% ბენეფიციარის მხრიდან უნდა დაიფაროს, ფულადი ან შრომითი კონტრიბუციის სახით. აღნიშნული საგრანტო კონკურსი ავსტრიის მთავრობის მიერ დაფინანსებული და FAO-ს მიერ განხორციელებული „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის“ ერთ-ერთი მიმართულებაა. პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების, სურსათის წარმოების გაზრდის და სოფლად სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის შემცირების ხელშეწყობას. პროექტი ასევე ითვალისწინებს ზემოთ ჩამოთვლილ თემებში ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბებას, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას, ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლების გადამზადებას და ადგილობრივთათვის გარემოსადმი მეგობრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების გაცნობას, რაც მდგრადი ეკოსისტემების ჩამოყალიბებას და გარემოზე მინიმალური ზიანის მიყენებას ითვალისწინებს. კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა შესაძლებელია 30 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს - შიდა ქართლის რეგიონული სამსახური, ლევან მუმლაძე, 577 080 500 და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახური, ანა კანთელაძე, 595 054 888. საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ნომერზე: 595 093 749.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)