20:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 10:07:20, 8409 ნახვა

ომი უკრაინაში
ახალმა ზელანდიამ კოვიდ19-ის პრევენციის მიზანს მიაღწია, თუმცა ქვეყანა კორონავირუსის დამარცხებას ჯერ არ აღნიშნავს

რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყნის ჩაკეტვის შემდეგ, ახალ ზელანდიამ კორონავირუსის აღმოფხვრის მიზანს, შეიძლება ითქვას, მიაღწია.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისინი კორონავირუსის დამარცხებას ჯერ არ აღნიშნავენ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ19-ით ინფიცირების მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ზელანდიის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ორშაბათს ქვეყანაში ასევე მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ეს გვაძლევს რწმენას, რომ ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს მიზანს, რაც არასდროს არ ნიშნავს ნულს, 1-ელი აპრილიდან მხოლოდ ერთი შემთხვევა მოხდა, როდესაც ხელისუფლება ჯერ კიდევ იძიებდა ინფექციის წყაროს“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

ორშაბათს ქვეყანაში იყო მკაცრი შეზღუდვების ბოლო დღე, რომელსაც ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯაკინდა არდერნი აღწერს, როგორც „თანამედროვე ისტორიაში ახალ ზელანდიელების ყველაზე მკაცრ შეზღუდვებს".

სამშაბათს, ქვეყანა შეარბილა შეზღუდვები. 400 000-ზე მეტი ახალი ზელანდიელი დაბრუნდა სამუშაოდ და ქვეყნის ეკონომიკის 75% მოქმედებს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics