|
2020-04-25 21:26:58, 1791 ნახვა
საზოგადოება
ბითაძე - ჩვენი თანამშრომლები გმირები არიან - ისინი სადეზინფექციო სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში ახორცილებდნენ
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის მერიის მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა. თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნულ პროცესში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადაუხადა. „ჩვენი თანამშრომლები გმირები არიან. ისინი თბილისს 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მთელი ღამის განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოებს ახორცილებდნენ. მოირეცხა 70-მდე ქუჩა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები, ველობილიკები, ბაზრები, ბაზრობების ტერიტორიები, მეტროსადგურის ამოსასვლელები, დაახლოებით, 700-მდე გაჩერება და ყველაზე ხალხმრავალი ადგილები, სადაც ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობდა“, - განაცხადა მაია ბითაძემ. მერის მოადგილის თქმით, სპეციალურ სადეზინფექციო ხსნარებს რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაუწია. შესაბამისად, ის უვნებელი იყო როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ცხოველებისა და მცენარეებისთვის. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, პირვე ეტაპზე, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფექციაც ჩატარდა. სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ყველა ტიპის ტრანსპორტი: მუნიციპალური ავტობუსები, მეტროსადგურები, მოძრავი შემადგენლობის ვაგონები, ასევე „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზის სადგურები და გონდოლები სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდებოდა. ღონისძიებების ფარგლებში, მოირეცხა მშვიდობის ხიდიც. ყოველდღიური დასუფთავების გარდა, სადეზინფექციო სამუშაოები დედაქალაქის ათივე რაიონში მდებარე უფასო სასადილოებში, თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში, დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღებსა და სახელოვნებო სკოლებში, ასევე თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ჩატარდა.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)