|
2020-04-25 13:36:13, 1790 ნახვა
კომენტარი
ჭიაბერაშვილი - მთავრობის განცხადება აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ავლენს ტესტირებისადმი სკეპტიკურ მიდგომას
მთავრობის განცხადება აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ავლენს ტესტირებისადმი სკეპტიკურ მიდგომას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ბოლო დღეებში ჩატარებული ტესტების რაოდენობისა, ეს ჯერ კიდევ არ არის ფართომასშტაბიანი ტესტირება. „იმის მიუხედავად, რომ ბოლო დღეებში ჩატარებული ტესტების რაოდენობამ ოდნავ მოიმატა, ეს ჯერ კიდევ არ არის ფართომასშტაბიანი ტესტირება. იმ პირობებში, როდესაც მთავრობამ, როგორც იქნა, სახლებიდან გამოსვლის ეტაპობრივი გეგმა გამოაცხდა, სწორედ ფართომასშტაბიანი ტესტირებაა ერთ-ერთი აუცილებელი საშუალება, რომ ვირუსის ფარული, უკონტროლო გავრცელება ავიცილოთ თავიდან და ეფექტიანად ვმართოთ პროცესი. ამ ფონზე სრულიად გაუგებარია ფრაზა „ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება“. სამწუხაროდ, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ავლენს ტესტირებისადმი სკეპტიკურ მიდგომას, რასაც მთავრობა აქამდე მიზანმიმართულად მიყვებოდა და რის გამოც საქართველოს 1 მლნ მოსახლეზე ჩატარებული ტესტებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლი აქვს რეგიონში“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ცნობისთვის, მთავრობის განცხადებით, „შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)