|
2020-04-25 09:50:44, 1700 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამომავლოდ, საკომპენსაციო პაკეტების გზით კი არ ვიაროთ, პირიქით, ჩვენ უნდა შევძლოთ დავასტიმულიროთ ეკონომიკა
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამომავლოდ, საკომპენსაციო პაკეტების გზით კი არ ვიაროთ, პირიქით, ჩვენ უნდა შევძლოთ დავასტიმულიროთ ეკონომიკა - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „ღია ეთერი" სტუმრობისას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კრიზისის დროს ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების გაგრძელება, რაც შეეხება პოსტკრიზიულ პერიოდს - ეკონომიკის აღდგენისთვის დაიწყება სტიმულირების უფრო მასშტაბიანი გეგმის განხორციელება, რაც მოიცავს ინფრასტრუქტურული პროქტების განახლებას, კერძო სექტორის დახმარებას და სხვა. „სწორედ ამიტომ, ვისურვებდი, რომ 6 თვის შემდეგ, კვლავ არ მოგვიწიოს თქმა, რომ ისევ უნდა ვიაროთ კომპენსაციებისა და "ცეცხლის ჩაქრობის" გზით. არა, ჩვენ უნდა ვიაროთ ეკონომიკის აღმავლობისა და ეკონომიკის სტიმულირების გზით. ამიტომ ვუსვამდი დღეს ხაზს, რომ ჩვეულებრივი ეკონომიკური კრიზისის დროს, ისე როგორც ეს მაგალითად, იყო 2008 წელს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ქვეყნები პირდაპირ გადავიდნენ ეკონომიკის სტიმულირებაზე და ეს იყო სწორი გამოსავალი. ამ შემთხვევაში, ჯერ პირველ რიგში არის ასე ვთქვათ ჰუმანიტარული დახმარება და მერე არის ეკონომიკის მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ინფექციის აგრესიული გავრცელების ფონზე, ეკონომიკის სტიმულირებას ვერ გააკეთებ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)