|
2020-04-25 09:42:56, 1615 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - ანტიკრიზისული გეგმა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ანტიკრიზისულ გეგმას უმაღლეს შეფასებას აძლევს. მისი თქმით გეგმაში წარმოდგენილია ის ძირითადი მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტი, რომელიც ესაჭიროება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. „პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების" გუნდის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა ნამდვილად იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. ამ გეგმაში წარმოდგენილია ის ძირითადი მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტი, რომელიც ესაჭიროება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, სხვადასხვა სოციალურ ფენას, რომელიც ამ გლობალური გამოწვევის ფონზე ყველაზე მეტად დაზარალდა. ასი ათასობით ოჯახი ისარგებლებს ანტიკრიზისული გეგმით. წარმატება, რომელიც გვაქვს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით და ერთმნიშვნელოვნად დადებითადაა შეფასებული საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ეს წარმატება უნდა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყნის ლოგიკურ გამარჯვებამდე. ვირუსთან ბრძოლის პარალელურად უნდა გადავარჩინოთ ეკონომიკა, სამუშაო ადგილები. ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებულია დახმარება თვითდასაქმებულებისთვის, პენსიონერებისთვის, დაბალი სოციალური ქულების მქონე ადამიანებისთვის, პირებისთვის ვინც დაკარგა სამსახური. ყველაფერი კეთდება ერთის მხრივ მოქალაქეების დასახმარებლად, ამავე დროს დამსაქმებელთა ხელშესაწყობად, რომ მათ მძიმე ტვირთად არ დააწვეთ შემცირებული შემოსავლების ფონზე სამუშაო ადგილების შენარჩუნება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)