|
2020-04-24 19:22:14, 1833 ნახვა
კომენტარი
თურნავა - „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ამოქმედებულმა ბევრმა ბიზნესმა გადარჩენა და სწრაფად გადაწყობა შეძლო
როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რომლის მეშვეობით ამ წლებში 500-ზე მეტი ბიზნესი ავამოქმედეთ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს პროგრამა არის ეფექტური, რადგან მის ფარგლებში ამოქმედებულმა ძალიან ბევრმა ბიზნესმა ამ კრიზისულ პერიოდში შეძლო არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ გადაწყობა და ისეთი პროდუქტების წარმოების დაწყება, რაც დღეს ყველაზე მოთხოვნადია - იქნება ეს პირბადეები, სამედიცინო კომბინიზონები, სადეზიდნფექციო ხსნარები თუ სხვა საჭირო პროდუქტი. „ამ პროდუქციის დეფიციტი შეიქმნა გიგან სახელმწიფოებში, ჩვენზე გაცილებით უფრო მდიდარ სახელმწიფოებში და ჩვენ ეს არ ვაგრძნობინეთ ქართველ ხალხს, რადგან გვაქვს საწარმოები, რომლებიც ძალიან აქტიურად რეაგირებენ ამაზე და სწრაფად გადაეწყნენ ახალ წარმოებაზე, რითიც გვერდში დაუდგნენ საქართველოს და ქართველ ხალხს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)