|
2020-04-24 16:00:44, 1321 ნახვა
კომენტარი
გახარია სააკაშვილზე - საქართველოში ძებნილი დამნაშავის ვიცე-პრემიერად დანიშვნა, მიუღებელია - შესაბამისი რეაქცია მოჰყვება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე პრემიერად დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელია და ამას საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ელჩი ამ დროისთვის არ გამოუწვევია საქართველოს, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ვიცე პრემიერად დაიშვნის შემთხვევაში, საქართველო მინიმუმ კონსულტაციისთვის გამოიწვევს მას. „უკრაინელი ხალხი ჩვენთვის მოძმე ხალხია, უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი, ვერანაირი ვიწრო პოლიტიკური კონიუქტურა, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მიერ, საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც მიუღებელია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის, რომელიმე რესტორანში თმებით თრევა და მონმონისტურ პოლიციის სახით იქიდან გამოყვანა. თუმცა რა თქმა უნდა მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია და როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენ როგორც მინიმუმ კონსულტაციების მიზნით გამოვიწვევთ მას“, - განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)