19:52 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 15:52:00, 1469 ნახვა

საზოგადოება
ბილაინმა თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ბილაინი საკუთარი კომპანიის თანამშრომლებს ხელფასს უზრდის. კომპანია აქტიურად განაგრძობს COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას.

„შექმნილ რთულ ვითარებაში კომპანია თანამშრომელთა მხარდაჭერასა და მოტივაციაზე ზრუნავს და სწორედ ამ მიზნით, ბილაინში დასაქმებულებს კომპანიამ მიმდინარე თვიდან ხელფასები გაუზარდა. ხელფასის ზრდა არ ითვალისწინებს კონკრეტულ ვადებს და თითოეული თანამშრომელი განახლებული ხელშეკრულების საფუძველზე განაგრძობს მუშაობას“, - აცხადებენ კომპანიაში.

ბილაინმა COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების გატარება და დღესაც აქტიურად განაგრძობს როგორც თანამშრომლებზე, ისე მომხმარებლებზე ზრუნვას:

„კომპანიამ ვირუსის გამოჩენისთანავე მალევე გადაიყვანა თანამშრომლები დისტანციურად მუშაობაზე და ქვეყნის მასშტაბით ყველა ოფისი უსაფრთხოების მიზნით დახურა. დისტანციურ მუშაობაზეა გადასული ბილაინის სატელეფონო ცენტრიც. ბილაინის ყველა თანამშრომელს აქვს უფასო წვდომა Coursera-სა და LinkedIn-ის ონლიან სწავლების პლატფორმებზე და შეუძლიათ შეუზღუდავად გაიარონ სასურველი კურსები, ხოლო დახურული მაღაზიების თანამშრომლები ასევე გადიან ინგლისური ენის კურსებს“, - განმარტავენ ბილაინში.

ბილაინის ყველა მომსახურება და პროდუქტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ, აპლიკაციის, ვებგვერდისა და ონლაინ ჩატის მეშვეობით. ასევე, ხელმისაწვდომია ბილაინის სიმ ბარათებიც, ბილაინის თვითმომსახურების ტერმინალებისა და საქართველოს ფოსტის 40 ჯიხურის მეშვეობით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics