|
2020-04-21 19:13:53, 2094 ნახვა
საზოგადოება
სატელეფონო გამოძახების პირველი პლატფორმა საქართველოში
დღესდღეობით მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე თითოეული ადამიანი ცდილობს საზოგადოებას გაუმარტივოს ყოველდღიურობა. აქედან გამომდინარე იქმნება არაერთი პლატფორმა, რომელიც საზოგადოების მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და კომფორტზეა გათვლილი. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა საქართველოში პირველი ცენტრალიზებული სატელეფონო შეკვეთების პლატფორმა – anda. anda საქართველოში პირველი კომპანიაა, რომელიც გამოძახების მარტივ და მოსახერხებელ ალტერნატივას სთავაზობს მათ, ვისაც არ აქვს სმარტფონი, ზოგჯერ ინტერნეტთან წვდომა, ვისაც უბრალოდ ეზარება აპლიკაციაში ძებნა ან არ ენდობა აპლიკაციის პირადი უსაფრთხოების წესებს, ამიტომ არასდროს სარგებლობს მსგავსი აპლიკაციებით. დღეიდან უკვე ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია დარეკვა სასურველი პროდუქტის შესაკვეთად და არ საჭიროებს ინტერნეტთან კავშირს. რეგულაციების გამკაცრების ფონზე, სწორედ ის დროა, როდესაც დიდ რისკჯგუფში მყოდ ადამიანებს, სჭირდებათ ნებისმიერი პროდუქტის გამოძახების გამარტივებული გზა. anda მათ საშუალებას მისცემს ზარის საშუალებით შეუკვეთონ სასურველი მედიკამენტი, საკვები და მათთვის საჭირო პროდუქცია. ასევე მისი საშუალებით შესაძლებელი ხდება ერთდროულად რამდენიმე რესტორნიდან გამოძახება. ეს ყველაფერი კი უმარტივესი პროცესია: რეკავთ ნომერზე – 2 04 02 04 და უბრალოდ ეუბნებით, რისი შეკვეთა გსურთ. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ამ ყველაფერს სათავეში უდგას ძალიან გამოცდილი – საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული კონტაქტ ცენტრის – K•call -ის პროფესიონალთა გუნდი, რომელიც უკვე 4 წელია უწყობს ხელს საქართველოში BPO სექტორის განვითარებას და დღესდღეობით წარმატებით თანამშრომლობს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბიზნესებთან. კომპანიას ჰყავს გამოცდილი, პროფესიონალი ოპერატორები, აქვს სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, მრავალწლიანი გამოცდილება მათ აძლევს საშუალებას anda–ს საშუალებით შეკვეთის პროცესი ხარვეზების გარეშე, მაქსიმალურად კომფორტული, სწრაფი, საიმედო და ხარისხიანი იყოს. ნებისმიერ კომპანიას, რესტორანს, აფთიაქსა თუ სუპერმარკეტს, რომელსაც სურვილი აქვს შეუერთდეს anda-ს, გაუმარტივოს მომხმარებლებს პროდუქტის შეკვეთა და შექმნას ახალი გაყიდვების არხი, შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადის ფორმა: ფორმის შევსება ტელეფონის ნომერი: 2 04 02 04 Facebook გვერდი: facebook.com/anda.com.ge/ ვებ-გვერდი: www.anda.com.ge
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)