|
2020-04-21 18:47:31, 1208 ნახვა
კომენტარი
თურნავა - ვეხმარებით ადგილობრივ ბიზნესს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მეშვეობით, რათა არ განვიცდიდეთ პირბადის, ან სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს დაცული, არ განვიცდიდეთ პირბადის, ან სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს და ამას ვაკეთებთ ადგილობრივი ბიზნესის დახმარებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მეშვეობით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავა თბილისში, კომპანია „ფავორიტი სტილის" ერთ-ერთ საწარმოში საწარმოო პროცესს გაეცნო. კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია და 2020 წლის მარტიდან ბიოსამედიცინო კომბინიზონებს, დამცავ ნიღაბ-ფარებს, დამცავ სათვალეებს და სადეზინფექციო ხსნარებს აწარმოებს. „ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ გადაეწყო ჩვენი ბიზნესი დღევანდელ კრიზისულ ვითარებაში ყველაზე უფრო მეტად საჭირო საქონლის წარმოებაზე. ერთ-ერთი პროდუქცია, რომლის წარმოებაც კომპანიამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" დახმარებით დაიწყო, დაცვის ფარებია, რომელიც დღეს ადგილობრივ ბაზარზე იმდენად ფართოდაა წარმოდგენილი, რომ ნება დავრთეთ, გარკვეული რაოდენობა ექსპორტზეც გაეტანა. აღნიშნული დაცვის ფარები ძალიან მოთხოვნადია აშშ-ში, უკრაინასა და ბევრ სხვა ქვეყანაში", - განაცხადა ნათია თურნავამ. კომპანიას „ფავორიტი სტილი", რომელიც 26 წლიანი გამოცდილების კომპანიაა და კორონავირუსის პანდემიამდე, ძირითადად, საბეჭდი მასალების წარმოებით იყო დაკავებული, 2020 წლის მარტში სპეციალური მანქანა-დანადგარები შეიძინა და ვირუსისგან დაცვის საშუალებების დამზადება დაიწყო. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 180,000 აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის სამ საწარმოში 800 ადამიანია დასაქმებული. კომპანიას აქვს სახელმწიფო დაკვეთები და ამავდროულად ახდენს პროდუქციის ექსპორტზე გატანას, კერძოდ: აშშ-ში, ესტონეთსა და უკრაინაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)