|
2015-08-13 15:34:28, 404 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის მიერ მიღებულ დამატებით ემბარგოს სიაში საქართველო არ მოხვდა
რუსეთმა დამატებით რამდენიმე ქვეყანას პროდუქციაზე ემბარგო დაუწესა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა პროდუქციაზე ემბარგოს გაფართოების შესახებ ბრძანებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერენ. იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებზეც რუსეთი ემბარგოს დასაწესებლად ემზადებოდა, საქართვველოც სახელდებოდა, თუმცა ფედერაციცის პრემიერის მიერ დღეს დასახელებული ქვეყნებში საქართველო არ მოხვდა. შეზღუდვები გავრცელდა ალბანეთზე, მონტენეგროზე, ისლანდიასა და ლიხტენშტეინზე. „განსაკუთრებული პირობებით“ აღნიშნულ სიაშია უკრაინაც - მასზე ემბარგო იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ძალაში შევა „სხვა ქვეყნების მხრიდან სანქციების მხარდაჭერა ნიშნავდა, რომ ისინი მზად იყვნენ რუსეთისგან საპასუხო ზომებისათვის“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)