|
2020-04-15 10:53:53, 1537 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - არ არსებობს საკითხი, რაზეც სახელმწიფო და ეკლესია ვერ თანხმდება
„არ არსებობს საკითხი, რაზეც სახელმწიფო და ეკლესია ვერ თანხმდება. ოქროს ბალანსი მარტივია", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის ეთერში განაცხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახლა არ არის პოლიტიკური სპეკულაციების დრო. მისივე თქქმით, ის დარწმუნებულია, რომ საზოგადოება გაითავისებს პასუხისმგებლობას, მით უფრო, რომ ეკლესია პირიქით მოუწოდებს მრევლს, რომ დაემორჩილონ შეზღუდვებს და კანონს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოქროს ბალანსს შედარებით მარტივად დავიცავთ. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნებისმიერის მოწოდების შემთხვევაში არც ერთი ადამიანი აღდგომის ღამეს ეკლესიაში არ იქნება, მაგრამ იქნება ძალიან ცოტა ადამიანი ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ყველა გაითავისებს თავის პასუხისმგებლობას. ადამიანი, რომელიც სახლში დარჩება და ისე შეხვდება აღდგომას, არანაკლები მორწუნე შეიძლება იყოს იმაზე, ვინც ეკლესიში მივა. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. და თუ ჩვენ რეკომენდაციებზე ვსაუბრობთ, არავინ ითხოვს და პირიქით, ეკლესია პირიქით მოუწოდებს მრევლს, რომ დაემორჩილონ შეზღუდვებს და კანონს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ვიცე-სპიკერის განცხადებით, საუბარი არ უნდა იყოს მარტო ეკლესიაზე. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფოს ერთნაირად ექნება რეაგირება. „რაც შეხება იმას, რომ ბზობის დღეს, კონკრეტულ ადგილას მართლაც ძალიან ცუდი სურათი იყო, ისიც უნდა ითქვას, რომ თუ რამდენიმე ასეულ ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კარგად იცავდნენ სოციალურ დისტანციას, არ ქმნიდნენ პრობლემებს და იქ ვირუსის გავრცელების საფრთხე იყო პრაქტიკულად მინიმუმამდე დაყვანილი, იმ ერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იყო ხარვეზი. მე ვფიქრობ, რომ ეკლესიის გარეთ ასეთი შეკრება ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოს ლეგიტიმური იძულების საშუალებით უნდა იყოს სანქცირებული და შესაბამისი პირები უნდა იყვნენ დაჯარიმებული და ეს მომდევნო დღეებში აღმოიფხვრება, დარწმუნებული ვარ. მაგრამ ჩვენ ასეთი დარღვევები სხვადასხვა ადგილებშიც გვხვდება, მარტო ეკლესიაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. სუპერმარკეტებთან, ირღვევა სოციალური დისტანცია. ყველა უნდა დაჯარიმდეს. დეკრეტის მიერ დადგენილი სანქცია ყველას უნდა შეეხოს აბსოლუტურად და აქედან გამონაკლისი არ უნდა იყოს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)