|
2015-08-12 16:47:40, 432 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ბრიტანელ ექსპერტებს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სტრატრეგიული კომუნიკაციის საკითხებში ბრიტანელ ექსპერტს დევიდ უოთსონს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და საკითხის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ამ კუთხით, აღინიშნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის მნიშვნელობა. მხარეებმა ახლადდაარსებული სტრუქტურული ერთეულის პრიორიტეტებსა და გეგმებზე ისაუბრეს. დავით ბაქრაძემ და დევიდ უოთსონმა ბრიტანელ ექსპერტებთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზეც იმსჯელეს. განსაკუთრებით, ხაზი გაესვა სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით ბრიტანული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)