19:15 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-10 13:56:31, 2937 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - დღეის მდგომარეობით, 122 საწარმოა ინსპექტირებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 122 საწარმოა ინსპექტირებული.

მისი თქმით, 58 კომპანიიდან, რომელთაც უფლებამოსილების განხორციელება დროებით შეუჩერდათ, საქმიანობის უფლების აღდგენაზე სამინისტროს ხელახლა მიმართეს, თუმცა 20-მა მათგანმა შესაბამისი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

„საწარმოების ინსპექტირება გეგმაზომიერად მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით 122 საწარმო იქნა ინსპექტირებული. აქედან დიდი ნაწილი არის ის სისტემური მსხვილი საწარმოები, რომლებიც არ გაჩერებულან და აგრძელებენ მუშაობას. ჩვენ დიდი შენიშვნები ჩვენ ამ ნაწილში არ გვაქვს , რადგან ამ საწარმოებმა სწრაფად შეძლეს მორგება ახალ პირობებზე, ადაპტირება და უსაფრთხოების წესების დაცვა სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით. ასევე 58 საწარმო და სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ჩართულია ინფრასტრუქტურულ პროექტებში და მათ დროებით შეუჩერდათ საქმიანობის უფლება და ახლა მოგვმართეს რომ უფლება აღუდგეთ. აქედან, სამწუხაროდ, 20-მა კომპანიამ ვერ მიიღო დადებითი დასტური ამასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ჰქონდათ მთელი რიგი ხარვეზები და მათ განემარტათ ეს ყველაფერი. ეს პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ჩვენ პერიოდულად მოგაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics