02:32 - 11 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-09 16:54:04, 1427 ნახვა

საზოგადოება
მარნეულის, ბოლნისის, ვანისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები საქართველოში დამზადებული პირბადეებით მომარაგებულია

საქართველოში დამზადებული პირბადეებით  მომარაგებულია მარნეულის, ბოლნისის, ვანისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, სადაც განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. აღნიშნული მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს შეუძლიათ საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადის შეძენა, რომლის ერთეულის ფასი 50 თეთრი იქნება.

ამ მუნიციპალიტეტებში ქართული წარმოების, 12-შრიანი დოლბანდისგან დამზადებული, მაღალი ხარისხის და მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დროული მიწოდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული წარმოების პირბადეების შემადგენლობა შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში.    

ადგილობრივი წარმოების პირბადეების ქსელურ სააფთიაქო ქსელებში გაყიდვა 8 აპრილს დაიწყო. ამ ეტაოზე, გაიყიდება 400,000 ერთეული პირბადე. დედაქალაქის შემდეგ ეტაპობრივად მოხდა აღმოსავლეთ საქართველოსა და იმ მუნიციპალიტეტების მომარაგება, სადაც საგანგებო მდგომარეობის პირობები განსაკუთრებული სიმკაცრით სრულდება. ხვალ საქართველოში დამზადებული პირბადეები ოთხი მსხვილი სააფთიაქო ქსელში (ავერსი, პეესპე, ფარმადეპო, ჯიპისი) მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება.

მსოფლიოში დეფიციტური ჰიგიენური პროდუქტის პირბადეების ადგილობრივი წარმოება რეკორდულად მოკლე დროში განხორციელდა. მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სხვა საჯარო უწყებებთან კოოპერაციის საფუძველზე, განახორციელა სამკერვალო საწარმოების, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს უსასყიდლოდ პირბადეების დამზადების პროექტში, იმპორტული დოლბანდის ნედლეულით უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა. შედეგად, საქართველომ, ბევრი სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, შეძლო ამ დეფიციტური პროდუქტის მასობრივი წარმოების დაწყება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics