20:25 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 10:39:10, 2432 ნახვა

ეკონომიკა
პირველი ციფრული ბარათი თიბისისგან #შენთვის

პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი  და ვიზა საქართველოში პირველ ციფრულ ბარათს აანონსებს.

ციფრული ბარათი ფიზიკური პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია ექნება, რაც სადებეტო ბარათს აქვს. ციფრული ბარათით სარგებლობა შეეძლებათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებსა და ონლაინ სივრცეში, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება.

ციფრული ბარათის უპირატესობებია:

· მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;

· მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა;

· მომხმარებელი არ ელოდება ბარათის ფოსტით მიღებას;

· ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის" შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;

· ბარათის დამატება შესაძლებელია მომენტალურად ციფრულ საფულეში;

· ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან - Apple Pay ან TBC Wallet;

· Apple Wallet -ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია apple Pay-ით თანხის განაღდება.

„ინოვაციური პროდუქტების და სერვისების განვითარება თიბისის პრიორიტეტული მიმართულებაა. ციფრული ბარათის დანერგვით, მომხმარებლებს ფიზიკური ბარათის ტარების და შეკვეთის ალტერნატიულ  - დისტანციურ მეთოდს ვთავაზობთ და ვცდილობთ, მათ კიდევ უფრო გავუმარტვიოთ ცხოვრება, მით უმეტეს არსებული გამოწვევის ფონზე",  - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

პირველი ციფრული ბარათი თიბისის მომხმარებლებისთვის აპრილის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics