01:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 15:47:32, 694 ნახვა

სამართალი
ფონიჭალაში სპეცოპერაციისას ორი პოლიციელი დაჭრეს

ფონიჭალაში სპეცოპერაციისას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორი თანამშრომელი დაჭრეს.

როგორც "ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით ოპერატიულ ღონისძიებას ატარებდნენ, რა დროსაც მათი ცივი იარაღით დაჭრა მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, პირი, რომელმაც პოლიციელებს სხეულის დაზიანებები მიაყენა, ადგილიდან მიიმალა.

ერთი პოლიციელი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან, მეორეს კი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, ამ წუთებში დამნაშავის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics