|
2020-04-06 14:01:47, 1271 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ბიზნესს აბსოლუტურად სხვა, უსაფრთხო რეჟიმით მალე ამოქმედებაში
„ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ბიზნესს აბსოლუტურად სხვა, უსაფრთხო რეჟიმით მალე ამოქმედებაში“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბიზნესის მიერ ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე შევსებული აპლიკაციების სტატისტიკას და მიმართულებებს ეხებოდა. მისი თქმით, იმ განაცხადებს შორის, სადაც დაფიქსირებულია საქმიანობის გაგრძელების სურვილი, ბიზნესის თითქმის ყველა სფეროს საწარმო აქტიურობს, მათ შორის ძალიან აქტიურია სამშენებლო და საშენ მასალათა სექტორი. „იმ განაცხადებს შორის, სადაც დაფიქსირებულია საქმიანობის გაგრძელების სურვილი, ბიზნესის თითქმის ყველა სფეროს საწარმო აქტიურობს, მათ შორის ძალიან აქტიურია სამშენებლო და საშენ მასალათა სექტორი, რადგან ბოლო დრომდე მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობდა საქართველოში და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი, ოღონდ ყველა წესის დაცვით, მალე გაგრძელდება", - განაცხადა ნათია თურნავამ. კონომიკის მინისტრის განმარტებით, უკვე შევსებულია რამდენიმე ასეული აპლიკაცია, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრო და პროცესში ჩართული სხვა უწყებები განუწყვეტელ რეჟიმში ამუშავებენ ამ აპლიკაციებს, რომლებიც საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციის ანალიზის შესაძლებლობას იძლევა. „რადგან აპლიკაციებში ჩვენს მიერ გარკვეული ინფორმაციაა მოთხოვნილი ამა თუ იმ ბიზნესის შესახებ, ინფორმაციას ჯერ ჩვენს უწყებებში ვაანალიზებთ, პარალელურად ვსვამთ შესამოწმებელ ბიზნესთა შორის და როგორც მოგახსენეთ, ამ შემოწმებებისთვის ყველა მაკონტროლებელი და შემოწმებისთვის საჭირო ჩვენი ყველა რესურსი მობილიზებულია და ყველა ერთად, სხვადასხვა ინსპექციის მეშვეობით, დღეში, სულ მცირე, 50 ბიზნესის გადამოწმებას ვგეგმავთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მიზანი არის არა ვინმეს დასჯა, არამედ ახალი კულტურის დანერგვა და დახმარება, რომ ბიზნესები მალე ამოქმედდნენ, მაგრამ აბსოლუტურად სხვა, უსაფრთხო რეჟიმით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)