|
2015-08-11 12:45:42, 3925 ნახვა
რეგიონი
მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროექტის ფარგლებში ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრში შეხვედრა გაიმართა
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში, ორსანტიის საზოგადოებარივ ცენტრში საქათველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, სამინისტროს თანამშრომლებთან, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანიასთან, ა/ო საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის“ და ა.ო. მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანების (MIDE) წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართეს. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, დევნილთა სამინისტრო დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარდაჭერას 2011 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის დაფინანსებით, ხოლო პირველად 2015 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ახორციელებს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას. პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას. პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ დაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა , მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერება. აღნიშნული პროგრამა მოიცავს შემდეგი სახის სერვისებს: სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე ფსიქოსოციალური რეაბილოიტაცია; პროფესიული სწავლება; სოციალური პროექტების დაფინანსება; ანაზღაურებადი სტაჟირება და იურიდიული დახმარება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)