09:25 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-05 18:47:44, 526 ნახვა

საზოგადოება
ქვემო ქართლის და შიდა ქართლის რეგიონის საზოგადოებრივ ცენტრებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის რეგიონში, სართიჭალას, კაზრეთის, მეჯვრისხევის, გომის და რუისის საზოგადოებრივ ცენტრებში „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარდაჭერას 2011 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის დაფინანსებით, ხოლო პირველად 2015 წელს,  სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განახორციელებს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას. პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ დაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერება.

შეხვედრის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია ლეგალური მიგრაციის გზებზე, არალეგალური მიგრაციის (მათ შორის, ტრეფიკინგის საფრთხეებზე) და ოჯახში ძალადობის პრობლემურ საკითხებზე.

სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ ქვემო ქართლის ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics