01:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 10:18:09, 12834 ნახვა

სამართალი
შსს-მ 88 აბი „ექსტაზი“ ამოიღო

სამართალდამცავებმა 88 აბი “ექსტაზი“  ამოიღეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რევაზ კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 88 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,68554 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს.

 ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს ფსიქოტროპულ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics