|
2020-04-02 09:39:11, 1131 ნახვა
საზოგადოება
გახარია - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს, თუმცა ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს, რადგან ამას თავისი შემდგომი შედეგები მოჰყვება ბავშვებისთვისაც, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვისაც, თუმცა ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დისტანციური განათლება ვერ შეცვლის სრულფასოვან საკლასო განათლებას, მაგრამ ამ მდგომარეობაში, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის, დაიწყო ზრუნვა დისტანციური განათლების განვითარებაზე. „უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამყარო იცვლება და მსგავსი ბრძოლები და გამოწვევები ადამიანს აიძულებენ, საერთოდ შეცვალოს ქცევის მოდელები. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ განათლებას, მერწმუნეთ, ეს შეეხება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს შეეხება ადამიანის ყოფის ყველა სფეროს, რადგან ეს არის გამოწვევა, რომელთან ადაპტაციაც ერთმნიშვნელოვნად მოგვიწევს და დღეს ვერავინ იტყვის, ჩვენ ამ ბრძოლაში ყოფნა მოგვიწევს ერთი თვე, ერთი წელი, თუ ორი წელი, სხვადასხვა შეფასება არსებობს. ეს ჩვენთვის ნიშნავს ერთ რამეს - ჩვენ ყველამ უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია, რათა მსგავსი ბრძოლების პირობებში გავაგრძელოთ ყოველდღიური ცხოვრება, ეკონომიკამ განაგრძოს ზრდა, განვაგრძოთ განათლების მიღება, ისევე, როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა უნდა განაგრძოს თავისი სრულფასოვანი ფუნქციის შესრულება. მესმის, რომ ეს შეიძლება დღეს გასააზრებლად მძიმე იყოს, მესმის, რომ ამის თქმაც შეიძლება საკმაოდ თამამი იყოს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ ღია და ობიექტური შეფასების საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა პრემიერმა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)