20:48 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 18:27:48, 1732 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის გამშვებ პუნქტზე თავდაცვის ძალები სამართალდამცავებთან ერთად კოორდინირებულად მოქმედებს

მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ზუგდიდში შესასვლელ ძირითად საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად კოორდინირებულად მოქმედებს.

II ქვეითი ბრიგადის სამხედროები სამართალდამცავებთან ერთად ზუგდიდის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან, მითითებულ ადგილებზე ყველა სატრანსპორტო საშუალებას აჩერებენდა შესაბამის ღონისძიებებს ერთობლივად ახორციელებენ.

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მხარდაჭერის მიზნით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ზუგდიდის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებენ, ქალაქში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა პირს პირველად თერმოსკრინინგს უტარებენ და სიმფტომებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს აწვდიან.

სწრაფი რეაგირების რქბ ჯგუფის მიერ კი, საგუშაგოზე რეგულარულად მიმდინარეობს ყველა სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics